logo
ENG



ხაზარაძე: ძლიერ ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს იმის კომპლექსი, რომ არ მოუსმინოს ოპონენტებს

16 მარ 202022:38
3 წუთის საკითხავი
clock 324

 

„ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ ყველა ტვინის, ყველა პროგრამის, ყველა ანტიკრიზისული გამოცდილების გაერთიანებას“,-აღნიშნული განცხადება პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოფო ზურაბიანის გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ გააკეთა.

ხაზარაძემ გადაცემაში ხელისუფლების მიმართ „ლელოს“ შეთავაზებაზე და მისი განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა.

 „დღეს ნომერ პირველი ამოცანა არის ვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ამ კრიზისიდან ნაკლები დანაკარგით გამოსვლა. მე მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ესეთი გამოწვევის წინაშე უნდა იყოს ყველა გაერთიანებული, დაგროვილია ძალიან ბევრი ცოდნა, არის უამრავი წინადადება სხვადასხვა პარტიაში და ეს იდეები უნდა შეჯერდეს. ძლიერ ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს იმის კომპლექსი, რომ არ მოუსმინოს, სამუშაო პირობებში მის ოპონენტებს. საკითხი ეხება არამარტო კონკრეტულ პრობლემას, არამედ ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევას, ეს არის ინფექცია, რომელიც გადადის და არ ეკითხება არავის საიდან შემოვა ეს ყველაფერი. უახლოეს 2-3 თვეში ეკონომიკას ექნება საკმაოდ მწვავე გამოწვევა, ეს არის ეროვნული დონის პრობლემა, სადაც ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ, ყველა ტვინის, ყველა პროგრამის, ყველა ანტიკრიზისული გამოცდილების გაერთიანებას“,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს ანტიკრიზისული ინტერპარტიული საბჭოს შექმნისკენ მოუწოდებს.

 


close დახურვა