logo
ENG



ხოშტარია: პრობლემა არა ირმა ინაშვილშია, არამედ, იმაში, როგორ რეაგირებს სახელმწიფო

01 სექ 202014:25
3 წუთის საკითხავი
clock 1242

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს "პატრიოტთა ალიანსის" ქმედებებზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. დღეს, პირველ სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ პრობლემა არ არის ირმა ინაშვილში, არამედ იმაზე, თუ როგორ რეაგირებს სახელმწიფო რუსეთის მხრიდან საარჩევნო პროცესში ჩარევაზე. მისივე შეფასებით, ხელისუფლების რეაგირება ძალიან სუსტია. 

"მას შემდეგ, რაც ირმა ინაშვილი წავიდა აფხაზეთში და ამან გამოიწვია საზოგადოებრივი რეაქცია, მან და პატრიოტთა ალიანსმა მიიღო კონკრეტული ინსტრუქცია, როგორ უნდა უპასუხოს ამ ბრალდებებს.

იდენტური სიტყვებით ლაპარაკობს ირმა ინაშვილი. ასევე, ამ ინსტრუქციებში საუბარია ნეიტრალიტეტის ხაზგასმაზე და ხშირად ხსენების აუცილებლობაზე. 26 აგვისტოს ირმა ინაშვილი ასრულებს ამ ინსტრუქციას, საუბრობს ნეიტრალიტეტის აუცილებლობაზე.

პრობლემა არ არის ირმა ინაშვილში. ირმა ინაშვილები ჩვენს ქვეყანას ისტორიულად ბევრი ჰყოლია. პრობლემა არის როგორ რეაგირებს სახელმწიფო რუსეთის მხრიდან ჩვენს საარჩევნო პროცესში ჩარევაზე. ეს რეაგირება წარმოუდგენლად სუსტია. მხოლოდ აუდიტის სამსახურის ჩარევა წარმოუდგენელია, რომ მათ მანდატი ეყოთ. სახელმწიფო ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდოს ამ საკითხს და დაიწყოს გამოძიება სუსმა და პროკურატურამ უცხო ქვეყნის, მტრული ქვეყნის ოკუპანტის მხრიდან საქართველოს საარჩევნო პერიოდში ჩარევის ფაქტზე", - ამბობს ის.

რუსი ოპოზიციონერის და ბიზნესმენის, მიხაილ ხადარკოვსკის ორგანიზაცია დოსიემ გამოძიების 2 ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც პატრიოტთა ალიანსის დაფინანსებას და რუსულ კავშირებს ეხება. გამოძიებიდან ირკვევა, რომ პრურუსულ პარტიას საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში კრემლთან დაახლოებული პირები ეხმარებიან, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.

გამოძიების მეორე ნაწილში, რომელიც 31 აგვისტოს გამოქვეყნდა, ლაპარაკია პარტიის ლიდერების აფხაზეთში ვიზიტზე, საარჩევნო კლიპებსა და არჩევნებამდე დაგეგმილ აქტივობებზე.

დოსიეს გამოძიების პირველი ნაწილი წაიკითხეთ აქ

მეორე ნაწილი წაიკითხეთ აქ.

 


close დახურვა