logo
ENG



ხოშტარია: სამწუხაროა, რომ საქართველომ ბოლო პერიოდში თავი გაითქვა რუსეთის ოლიგარქით

30 ივლ 202011:06
3 წუთის საკითხავი
clock 491
i0bv9azsmm2yf7b.jpg

 

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია კონგრესმენების მიერ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გაგზავნილ წერილს აფასებს და აცხადებს, რომ რუსეთის ოლიგარქი, პოლიტიკური დევნა და მსგავსი სიტყვები საქართველოსთან მიმართებაში საერთაშორისო საზოგადოებაში უკვე ჩვეულებრივ მახასიათებლად იქცა.

ხოშტარიას თქმით, მოსახლეობამ არჩევნების გზით უნდა შეცვალოს ხელისუფლება.

„სამწუხაროა, რომ საქართველომ ბოლო პერიოდში თავი გაითქვა რუსეთის ოლიგარქით, კანონის დარღვევით, პოლიტიკური დევნით, დემოკრატიის დაზიანებით და ა.შ. ეს არის ის სიტყვები, რომლებიც უკვე ჩვეულებრივი გახდა საერთაშორისო მოხმარებაში. ამას ამბობენ ხან სენატორები, ხან ევროპარლამენტარები, ხან კონგრესმენები, ეს არის მოცემული რეალობა და აზიანებს ქვეყანას. თუ ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, რომელსაც ეძახიან რუსეთის ოლიგარქიის სივრცეს, ამისთვის არის არჩევნები, სადაც შეგვიძლია ავირჩიოთ ბევრი უფრო დაბალანსებული ხელისუფლება და უარი ვთქვათ ოლიგარქიაზე, პოლიტიკურ დევნასა და ა.შ.“, - განაცხადა ხოშტარიამ.

6 კონგრესმენი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს წერილს წერს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი "რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული. 

კონგრესმენები სახელმწიფო მდივანს წერენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, მიზანმიმართულად აძევებს ამერიკულ ბიზნესებს საქართველოს კერძო სექტორიდან და ადგილს რუსულ, ჩინურ და ირანულ კომპანიებს უთმობს. 


close დახურვა