logo
ENG



ხოშტარია ცესკოსგან ითხოვს, თვითიზოლაციაში მყოფთა რეგისტრაციის დრო 22:00-მდე გადაწიოს

27 ოქტ 202014:00
3 წუთის საკითხავი
clock 1247

ევროპული საქართველოს დეპუტატებმა, მაჟორიტარობის კანდიდატებს, ელენე ხოშტარიამ და ხათუნა გოგორიშვილმა ცესკოს შენობაში, თამარ ჟანიასთან შეხვედრისთვის შესვლა მას შემდეგ მოახერხეს, რაც, დაცვის წინააღმდეგობის მიუხედავად, დამცავი ჯებირების ქვეშ გაძვრნენ. 

დეპუტატები ცესკოს თავმჯდომარეს სთხოვენ, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის გადასატანი ყუთის დასარეგისტრირებუელი ზარების მიღების დრო 22:00 საათამდე გადაწიოს

პასუხად თამარ ჟვანიამ თქვა, რომ ის "დროს ვერ გადაწევს", ვინაიდან შესაბამისი დადგენილება არ არსებობს. 

ხოშტარია ამბობს, რომ  ცესკოს შენობას არ დატოვებს მანამ, სანამ მისი ეს მოთხოვნა არ შესრულდება. 

პარალელურაც ცესკოს შენობასთან იმავე მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება. 

თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს დასარეგისტრირებლად დრო 14:00 საათამდე ჰქონდათ. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაშიც უნდა იყვნენ. 

ცესკომ გუშინ, 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ მათ 900-მდე ადამიანმა მიმართა, თუმცა, მათი ნაწილი არ იყო ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაში და ამიტომ ცესკომ ისინი ვერ დაარეგისტრირა. 

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ცესკოსთან დაკავშირებას ათასობით ადამიანი უშედეგოდ ცდილობს. ა

ამასთან, ადამიანების ნაწილი ამბობს, რომ რამდენიმე დღეა, უშედეგოდ ცდილობენ ცესკოსთან დაკავშირებას ან იმის გარკვევას, არის თუ არა გადასატანი ყუთის მიმღებთა სიაში. 

ხოშტარიას შეფასებით, იმის გამო, რომ ადამიანები თვითიზოლაციაში არიან, სახელმწიფო მათ ხმის უფლებას ართმევს. 


close დახურვა