logo
ENG



ჯანმო: მსოფლიო კორონავირუსის გავრცელების საშიშ ფაზაში შევიდა

20 ივნ 202013:11
3 წუთის საკითხავი
clock 776

მსოფლიო კოორნავირუსის გავრცელების ახალ და საშიშ ფაზაში შევიდა. განცხადება ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  ხელმძღვანელმა გააკეთა. ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ტედროს გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ ბოლო 24 საათში ვირუსის ახალი 150 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.

შემთხვევების ნახევარი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში დაფიქსირდა, ვითარება გაუარესდა აღმოსავლეთ აზიასა და ახლო-აღმოსავლეთშიც. პარალელურად, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ ბრაზილიაში მილიონს გადააჭარბა. ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის 54 ათას-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 1200-ზე მეტი კი დაიღუპა. მსხვერპლის საერთო რიცხვი ბრაზილიაში 50 ათასს უახლოვდება.


close დახურვა