logo

ჯანმო კორონავირუსზე: უარესი ჯერ კიდევ წინ არის

clock 30 ივნ 202010:23

პანდემიის დასრულებამდე ძალიან შორია და უარესი ჯერ კიდევ წინ არის. ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ტედროს გებრეიესუსმა განმარტა, რომ თუ ქვეყნები სწორ პოლიტიკას არ აამოქმედებენ კოვიდ 19-ით კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდება. პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდ 19-ის შესასწავლად ჩინეთში ექსპერტებს გზავნის.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ახალი კორონავირუსი ათ მილიონზე მეტ ადამიანს დაუდგინეს. ამ დროისთვის პანდემიის ეპიცენტრი სამხრეთ ამერიკაა. 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა