logo
ENG



ჯაფარიძე, საბო, ხვიჩია, მეგრელიშვილი, გია ჯაფარიძე - "გირჩის" საარჩევნო სიის ათეული

30 ივლ 202017:17
3 წუთის საკითხავი
clock 729
ჯაფარიძე, საბო, ხვიჩია, მეგრელიშვილი, გია ჯაფარიძე - "გირჩის" საარჩევნო სიის ათეული

გირჩმა პარტიული სიის პირველი ათეული დაასახელა. 

ათეული ასე გამოიყურება:

  1. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე;
  2. ჰერმან საბო;
  3. იაგო ხვიჩია;
  4. ვახტანგ მეგრელიშვილი;
  5. გია ჯაფარიძე;
  6. ალექსანდრე რაქვიაშვილი;
  7. ლევან ჯგერენაია;
  8. ალექსანდრე (სანდრო) თარხან მოურავი;
  9. ამირან ტორონჯაძე;
  10. გიორგი ლომინაძე;

სიის ათეულში არც ერთი ქალი არ არის, საკანონმდებლო მოთხოვნის თანახმად კი ყოველი მე-4 განსხავებული სქესის უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით ჯაფარიძემ განმარტა, რომ ცესკო-ში სიის წარდგენისას მოთხოვნას ფორმალურად დაიცავენ და ყოველი მე-4 განსხვავებული სქესის იქნება, მაგრამ პარლამენტში ის ადამიანები შევლენ, ვინც დღეს პარტიის ლიდერმა წარადგინა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, გირჩის პარტიული სიის ფორმირების პროცესი უნიკალურია, რადგან ის მხარდამჭერებმა, აქციონერებმა პარტიის ციფრული ფულის, GeD-ის (Georgian Dollar) დახმარებით დააკომპლექტეს.

"ამ ეტაპზე სიის შედგენაში მონაწილეობდა 5 000-მდე ადამიანი, რომელებსაც ჯამში 131 მილიონი GeD ჰქონდათ საკუთრებაში. გადანაწილებისას კი - რაც მეტი ჯედი აქვს გირჩის წევრს საკუთრებაში, მით უფრო მეტი 'წონა' აქვს მის ხმას", - აცხადებენ პარტიაში.

რაც შეეხება კანდიდატების 30 რიცხვში დასახელებას, მათი თქმით, ეს სიმბოლური თარიღია. 2018 წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ გირჩის სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა და ამით მარიხუანის მოხმარება საქართველოში ლეგალური გახდა.


close დახურვა