logo
ENG



ჯაფარიძე: მუშტაიდის პარკში ეკრანის შეტანაზე უარი გვითხრეს, ვიკრიბებით დინამოს წინ

08 ოქტ 202012:08
3 წუთის საკითხავი
clock 3674
ჯაფარიძე: მუშტაიდის პარკში ეკრანის შეტანაზე უარი გვითხრეს, ვიკრიბებით დინამოს წინ

გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მუშტაიდის პარკის ადმინისტრაციამ მათ პარკში ეკრანის შეტანაზე უარი უთხრა, ამიტომ დინამოს შესასვლელთან შეიკრიბებიან.

როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს სამი დღე აწარმოებდნენ. მისი თქმით, თავდაპირველად მათ ცნობა სთხოვეს, რომ შეკრება კანონიერი იყო, რაც მერიამ რამდენიმე საათში გასცა, თუმცა, ეკრანის შეტანაზე მაინც უარი უთხრეს. ჯაფარიძე ამბობს, რომ ადმინისტრაციას თანხაც შესთავაზეს, ასევე გარანტია მისცეს, რომ დაჯარიმების შემთხვევაში ჯარიმას თავად გადაიხდიდნენ, თუმცა მაინც უარი მიიღეს.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ამას, შესაძლოა, ორი მიზეზი ჰქონდეს: ადმინისტრაციას ეშინოდეს, ან ვინმემ უთხრა, რომ გირჩს პარკში ეკრანი არ შეატანინოს, ჯაფარიძე გამორიცხავს, რომ ეს თბილისის მერია შეიძლება იყოს.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, ისინი დინამოს შესასვლელთან შეიკრიბებიან, სადაც დიდ ეკრანზე საქართველო-ბელარუსის მატჩს აჩვენებენ. ჯაფარიძის თქმით, ეს იქნება პარტიული შეკრება, სადაც ასევე უყურებენ ფეხბურთს. მისივე განცხადებით, დინამოსთან 7 საათიდან შეიკრიბებიან. 

საქართველო-ბელარუსს შორის მატჩი საღამოს 8 საათზე დაიწყება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. 


close დახურვა