logo
ENG



ჯაფარიძე: ოპოზიცია იდიოტების ჯოგი იქნება, თუ გამარჯვების შემდეგ სამთავრობო კრიზისს შექმნის

31 აგვ 202022:25
3 წუთის საკითხავი
clock 624
ჯაფარიძე: ოპოზიცია იდიოტების ჯოგი იქნება, თუ გამარჯვების შემდეგ სამთავრობო კრიზისს შექმნის

გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, თუკი ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს და ამასთან, კონსენსუსის ვერმიღწევის გამო სამთავრობო კრიზისს შექმნის, იქნება "იდიოტების ჯოგი". ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში, გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" ისაუბრა. 

"გასაგებია, რომ ყველას ექნება ამბიცია, მისი კანდიდატი პრემიერმინისტრი გახდეს. ისიც გასაგებია, რომ გამარჯვების შემთხვევაში ქართული ოცნება თუ აღარ იქნება ხელისუფლებაში, ოპოზიცია იქნება იდიოტების ჯოგი რომ შექმნან სამთავრობო კრიზისი. ამიტომ მოგვიწევს შეთანხმება არამხოლოდ პრემიერმინისტრზე, არამედ, სხვა მინისტრებზეც. მე ვისთანაც ურთიერთობა მაქვს ოპოზიციურ პარტიებში, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც კონსენსუსს მივაღწევთ", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.  

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტისა და აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს დანიშნა. პირველი სექტემბრიდან ოფიციალურად დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია.

ოპოზიციურ პარტიებს შორის საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება ძალაში რჩება თბილისის 6 ოლქში.


close დახურვა