logo

ჯაჭვლიანი: დღეიდან ოცნების წევრი არ ვარ, ეს რეჟიმი უნდა წავიდეს

26 ოქტ 202023:45
3 წუთის საკითხავი
clock 85 clock 8622
f6rtqctlva9heuc.jpg

მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი პარტია ქართულ ოცნებას ტოვებს.

მან მმართველ გუნდს ზონდერბრიგადა უწოდა და თქვა, რომ "ეს რეჟიმი უნდა წავიდეს".

"კალაძემ ხომ თქვა, მე არ ვიცი სოსო ჩვენი გუნდის წევრი არის თუ არ არისო, ეს მის ნამუსზე იყოს. მე ახლა დღეიდან, ამ წუთიდან ქართული ოცნების წევრი არ ვარ, იმ ზონდერბრიგადის წევრი მე ვერასოდეს ვიქნები, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ და ეს რეჟიმი უნდა წავიდეს. ეს რეჟიმია აბა რა არის?!", - განაცხადა ჯაჭვლიანმა მთავარის ეთერში.

ის ფიქრობს, რომ გუნდი მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც 2012 წელს გაცემული დაპირებების შეუსრულებლობის გამო, უკმაყოფილება არაერთხელ გამოხატა.

"როცა 2012 წელს მოვედით, ხალხს რას ვპირდებოდით - სამართლიანობის აღდგენას, რომ არ ყოფილიყვნენ ზონდერები, რომ ყოფილიყო ქონების დაბრუნება და ასე შემდეგ. აქედან რაც შესრულდა საზოგადოებამ კარგად იცის - არაფერი არ შესრულდა. 95 პროცენტი არ შესრულდა. აქედან გამომდინარე ყოველთვის გამოვხატავდი ჩემს წყენას ამასთან დაკავშირებით. აქედან დაიწყო ეტყობა ჩემზე ნადირობა", - განაცხადა ჯაჭვლიანმა.

მკლავჭიდის ფედერაციაში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, 20 ოქტომბერს, სოსო ჯაჭვლიანმა ფორმულას განუცხადა, რომ კახა კალაძის ცოლის ძმა გიორგი არეშიძე ერთი ადამიანის პირით მას დაემუქრა და თანამდებობის დატოვება მოსთხოვა. 

ამასთან დაკავშირებით დღეს, 26 ოქტომბერს, კომენტარი თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა და ჯაჭვლიანის განცხადებას სიცრუე უწოდა



close დახურვა