logo
ENG



ჰალიცკი შოთაძეს: შეშფოთებული ვარ, რომ რურუასთან დაკავშირებით შეთანხმება ჯერ არ შესრულებულა

17 ივნ 202013:16
3 წუთის საკითხავი
clock 1080

ევროპარლამენტარი ანჯეი ჰალიცკი საქართველოს გენერალურ პროკურორს,  ირაკლი შოთაძეს ოფიციალურ წერილს უგზავნის. იგი შეშფოთებულია იმით, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე არ არის შესრულებული და პოლიტიკური პატიმარი გიორგი რურუა ისევ ციხეშია.

"როგორც საქართველოს ერთგული მეგობარი ევროპარლამენტში, მივესალმები 8 მარტის შეთანხმებას, რომელშიც მედიატორების როლი ევროკავშირის, ამერიკის, გერმანიისა და ევროკომისიის ელჩებმა შეასრულეს. შეთანხმების მიღწევა ეს იყო მნიშვნელოვანი და აშკარა სიგნალი, რომ პოლიტიკური ლიდერები საზოგადოებაში არსებული არაჯანსაღი პოლარიზაციის შემცირებისკენ ისწრაფვიან.

თუმცა უწინდებურად შეშფოთებული ვარ იმ ფაქტით, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ნაწილი გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ ჯერ კიდევ არ შესრულებულა. ეჭვგარეშეა, რომ 8 მარტის შეთანხმების სრული შესრულება ხელ შეუწყობს საქართველოს წინსვლას - პოლარიზაციის შემცირებასა და ცივილიზებული არჩევნების ჩატარებას", - წერს ანჯეი ჰალიცკი.


close დახურვა