logo
ENG



ჰარცელი: ყურადღებით დავაკვირდებით დაგეგმილ არჩევნებს

27 ივნ 202015:07
3 წუთის საკითხავი
clock 919

საქათველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულების მე-6 წლისთავს ულოცავს. განცხადებაში კარლ ჰარცელი აღნიშნავს, რომ ასოცირების ხელშეკრულება ძლიერი და მზარდი ურთიერთობების საფუძველია. ამავე განცხადებაში ევროკავშირის ელჩი მომავალ არჩევნებზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნები ჩატარდება თავისუფლად და სამართლიანად. ევროკავშირის ელჩი სამართლებრივ რეფორმებთან და სასამართლოსთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან მეტ ენთუზიაზმს ელოდება.

„მომავალში ჩვენ დიდი ყურადღებით დავაკვირდებით დაგეგმილ არჩევნებს და იმედი გვაქვს, ის აღიარებული იქნება, როგორც ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი, რაც კი ოდესმე ჩატარებულა. ჩვენ ასევე ველოდებით მეტ ენთუზიაზმს სამართლებრივ რეფორმებთან დაკავშირებით, მათ შორის თავად სასამართლოში“, - წერია განცხადებაში.

ელჩი განცხადებაში ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და მომავალში საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის გაგრძელებაზე საუბრობს.

„ჩემთვის ასოცირების შეთანხმება რეცეპტების წიგნს ჰგავს, რომელიც სახლში ექვსი წლის წინ წავიღეთ და მას შემდეგ მისი მეშვეობით ერთად ვაკეთებთ კერძებს. ზოგიერთი კერძი, რომელსაც ერთად გავაკეთეთ, მართლაც გემრიელი აღმოჩნდა, როგორც მაგალითად, ვიზალიბერალიზაცია ან "ერასმუს+"-ის სტუდენტური გაცვლითი პროგრამები, რომლითაც უამრავი ადამიანი სარგებლობს.

სხვა კერძები უფრო ბოსტნეულივითაა - მის გასინჯვას დიდად არ ელოდები, თუმცა, საბოლოო ჯამში, ხვდები, რომ ისინი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. მე მომავალ წელსაც ველოდები კერძების ერთად კეთებას“, - წერია ჰარცელის  განცხადებაში.


close დახურვა