logo
ENG



ჰუბერტ ქნირში: გერმანია საქართველოში დაგეგმილი არჩევნებისთვის დამკვირვებელთა ჯგუფს ამზადებს

05 სექ 202016:14
3 წუთის საკითხავი
clock 667
ჰუბერტ ქნირში: გერმანია საქართველოში დაგეგმილი არჩევნებისთვის დამკვირვებელთა ჯგუფს ამზადებს

გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, ოფიციალური ბერლინი საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის დამკვირვებელთა ჯგუფს ამზადებს. 

როგორც გერმანელმა დიპლომატმა განმარტა, გერმანელი დამკვირვებლების ჯგუფი ეუთოს მისიის ნაწილი იქნება. 

"დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები იქნებიან. გერმანია ამზადებს დამკვირვებელთა ჯგუფს, რომელიც იქნება ეუთო/ოდირის მისიის ნაწილი. დამკვირვებლები ჩამოვლენ სხვა ქვეყნებიდანაც. არჩევნებზე დაკვირვება, შექმნილი გარემოების გათვალისწინებით, რაც შეიძლება ძლიერი და ყოვლისმომცველი უნდა იყოს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მხარს უჭერს და სურს, რომ არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვება განხორციელდეს. ჩვენ, როგორც პარტნიორი ქვეყნები, მაქსიმალურს გავაკეთებთ", - აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა

 

 


close დახურვა