logo

​ჩემი კონკურენტია ბიძინა ივანიშვილი და არა ოპოზიცია ან ირაკლი ჩიქოვანი - გიგი უგულავა 

03 აგვ 202014:49
3 წუთის საკითხავი
clock 0 clock 231
​ჩემი კონკურენტია ბიძინა ივანიშვილი და არა ოპოზიცია ან ირაკლი ჩიქოვანი - გიგი უგულავა 

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, გიგი უგულავა, რომელიც ზუგდიდში იყრის კენჭს მაჟორიტარად, აცხადებს, რომ მისი მთავარი კონკურენტი ბიძინა ივანიშვილი იქნება. ამასთან, იგი სხვა პარტიებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ამავე დროს, მზად იქნება "პატიოსანი კონკურენციისთვისაც".

ამის შესახებ გიგი უგულავამ დღეს, 3 აგვისტოს ევროპული საქართველს მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას ისაუბრა:

"ვფიქრობ, ზუგდიდი არ არის მეორეხარისხოვანი ან პარტიული ნომრების შეჯიბრის ასპარეზი. ზუგდიდი არის ცენტრალური ადგილი იქ, სადაც უნდა წავიდნენ პოლიტიკური ლიდერები და გამართონ პოლიტიკური ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ მე მაქვს საკმაოდ დიდი სამეურნეო გამოცდილება თბილისიდან, ეს არჩევნები მაინც პოლიტიკური არჩევნები იქნება. ჩვენ ხელიდან უნდა გამოვტაცოთ [ბიძინა] ივანიშვილს ზუგდიდი. 

ჩემი კონკურენტი არ იქნება არცერთი ოპოზიციური კანდიდატი, ჩემი კონკურენტი არ იქნება არც ის ბედკრული ირაკლი ჩიქოვანი, რომელმაც თვითონაც არ იცის რომელ პარტიას როდის წარმოადგენდა, ჩემი კონკურენტი იქნება ივანიშვილი", - თქვა უგულავამ სიტყვით გამოსვლისას.

დანარჩენ ოლქებში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატებს გაეცანით აქ.



close დახურვა