logo
ENG

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუ ქუთელია წარადგინა

20 სექ 202118:54
3 წუთის საკითხავი
clock 234
2021/09/20/7t3vjx1ulkbo73c.png

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად ბათუ ქუთელია წარადგინა. 

წარდგენისას თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლისკენ და აღნიშნა, რომ ამ დღეს საქართველოს ისტორია იწერება. 

"ადამიანი გამორჩეული თავისი წესიერებით, პატიოსნებით, კვალიფიკაციით, პროფესიონალიზმით, განვლილი ცხოვრებით, ყველაფერი რაც შეიძლება ადამიანს დადებითად წარმოადგენდეს, არის ამ ადამიანში მოქცეული, რომელიც არის საერთო ოპოზიციური კანდიდატი ვაკის რაიონში. ყველანი მივდივართ 2 ოქტომბერს და მხარს ვუჭერთ ბათუ ქუთელიას", - თქვა მელიამ. 

საქართველოში თვითმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 

close დახურვა