logo

მეტროსადგურები ვაჟა-ფშაველა და სახელმწიფო უნივერსიტეტი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება

24 მაი 202109:22
3 წუთის საკითხავი
clock 426
მეტროსადგურები ვაჟა-ფშაველა და სახელმწიფო უნივერსიტეტი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება

მეტროსადგურები ვაჟა-ფშაველა და სახელმწიფო უნივერსიტეტი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება. 

თბილისის მერიის განცხადებით, მიზეზი ტექნიკური ხარვეზია. 

მერიის განცხადებით, საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ხორციელდება ზონალურად, მეტროსადგურ სადგურის მოედნიდან დელისამდე და პირიქით.

ადგილზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს, რომელიც აღნიშნულ პრობლემას დროულად აღმოფხვრის. 

თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება.

close დახურვა