logo
ENG

დამკვირვებელი: მარნეულში ოპოზიციის სასარგებლოდ შემოხაზულ ბიულეტინებს ნაგავში ყრიან

02 ოქტ 202122:23
3 წუთის საკითხავი
clock 643
2021/10/02/fo6vtaox4rbfim5.jpg

დამკვირვებელი ეკა ქობესაშვილი ამბობს, რომ მარნეულის 22-ე ოლქის ერთ-ერთ უბანზე ოპოზიციის სასარგებლოდ შემოხაზულ ბიულეტინებს აზიანებენ და ნაგავში ყრიან. 

მისი თქმით, ნაგვიდან 50-მდე ბიულეტინი ამოიღო. 

"ჩემი დამკვირვებლად მონაწილეობის მანძილზე იმდენი სახის დარღვევა მაქვს ნანახი, რომ მეგონა აღარფერი გამიკვირდებოდა. ამ ამბავმა ყოველგვარ დარღვევას გადააჭარბა, მსგავსი არაფერი მინახავს. მარნეულის 22 ოლქის უბანზე ამდენი დამკვირვებელი თავზე ადგას კომისიის წევრებს და ოპოზიციის სასარგებლოდ შემოხაზულ ბიულეტინებს აზიანებენ და ნაგავში ყრიან. ნაგვიდან ამოვიღე დაახლოებით 50 ბიულეტინი". - ამბობს ეკა ქობესაშვილი. 

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 

დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაციები სხვადასხვა დარღვევის შესახებ. ცესკოს განცხადებით, ამ დარღვევებს არჩევნების მიმდინარეობაზე გავლენა არ მოუხდენია. 

ოპოზიცია დღევანელ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. 

ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, 18:00 საათისთვის ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო N41 - 46%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა N5 - 33%; საქართველოსთვის - N25 - 6%; ევროპული საქართველო N2 - 2%. 

ეგზიტპოლის ფარგლებში გამოიკითხა 14 660 ადამიანი, 95%-იანი სანდოობისთვის ცდომილება +/- 2%-ია. 

close დახურვა