logo

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს, პროცესი გადაიდო

28 მაი 202119:19
3 წუთის საკითხავი
clock 161
2021/05/28/304m2wlr8aqi3mm.jpg

27 მაისს, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გადაიდო, დაკავებული აქტივისტები კი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ფორმულას ადვოკატმა ზაალ გორგოძემ განუცხადა.

როგორც ის ამბობს, პროცესის გადადების მიზეზი დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებების გაცნობის მოთხოვნა იყო. 

მისივე თქმით, შემდეგი სასამართლო პროცესი 4 ივნისს ჩაინიშნა. 

გუშინ, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე 8 ადამიანი დააკავეს. 

როგორც ფორმულას უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, მათი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კანონდარღვევისთვის მოხდა.

close დახურვა