logo

უნივერსიტეტი-ბაგების საბაგიროთი მგზავრობა 50 თეთრი ეღირება, სტუდენტებისთვის უფასო იქნება

02 ივნ 202111:51
3 წუთის საკითხავი
clock 231
2021/06/02/aybuizxn95s7e2d.jpg

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 15 ივნისიდან ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საბაგირო გადახდის ინტეგრირებულ სისტემაში ჩაერთვება.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საბაგიროთი მგზავრობის ღირებულება 50 თეთრით განისაზღვრება, სტუდენტებისთვის კი, უფასო იქნება.

"ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საბაგირო ამდენი ხნის განმავლობაში გაჩერებული იყო, თუმცა, რეაბილიტაციის შემდეგ, 20 აპრილიდან ემსახურება თბილისის მოსახლეობას. თქვენ იცით, რომ სტუდენტებისთვის ჩვენ ის გავხადეთ უფასო. დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ სხვა  მგზავრებისთვის 50 თეთრით განისაზღვროს მგზავრობის ღირებულება და აღნიშნული საბაგირო 15 ივნისიდან ჩაერთოს გადახდის ინტეგრირებულ სისტემაში.

ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელიც მგზავრობს მეტროთი, ავტობუსით ან მიკროავტობუსით, 90 წუთის განმავლობაში ექნება შესაძლებლობა, უფასოდ გამოიყენოს ეს საბაგირო. ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ამ საბაგიროთი და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა", - განაცხადა კახა კალაძემ.

 
close დახურვა