logo
ENG

საქართველოში 162 630 დოზა ფაიზერი შემოვიდა

31 ივლ 202117:38
3 წუთის საკითხავი
clock 507
2021/07/31/lnkhrudv79hsgnu.jpg

საქართველოში ფაიზერის 162 630 დოზა ვაქცინა შემოვიდა - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს კომპანიისგან პირდაპირი მოლაპარაკების წესით ნაყიდი პარტიაა.

საქართველოში ამ გზით, საერთო ჯამში,  ფაიზერის წარმოების მილიონი დოზა ვაქცინა უნდა შემოვიდეს. ამ ეტაპისთვის უკვე შემოსულია 218 790 დოზა.

31 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 481591 აცრა. 

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. იმუნიზაციის პროცესი ასტრაზენეკასფაიზერისსინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით მიმდინარეობს.

ასტრაზენეკას ვაქცინით აცრა ხელმისაწვდომია 45 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობისათვის, სინოფარმითა და სინოვაკი 18 წლიდან მოქალაქეებს შეუძლიათ, ფაიზერით აცრა კი 16 წლიდანაა შესაძლებელი.

 
close დახურვა