logo

ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდისთვის მთავრობამ ვებგვერდი შექმნა

07 მაი 202117:27
3 წუთის საკითხავი
clock 229
2021/05/07/x4l8mtifhwqfu8x.jpg

ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდისთვის საქართველოს მთავრობამ ვებგვერდი შექმნა - provax.ge . 

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაინტერესებულ ადამიანებს შეეძლებათ, ვებგვერდიდან მიიღონ პასუხები მათ კითხვებზე.

„ვებგვერდზე ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს პასუხები მისთვის საინტრესო კითხვებზე, მათ შორის, თუ რატომ უნდა ჩაიტაროს COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ასევე, როგორ უნდა დარწმუნდეს ვაქცინის უსაფრთხოებაში, რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება, როგორია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობა, უნდა აიცრან თუ არა ბავშვები და ორსულები, საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ვაქცინაციის პროცესისთვის. 

ვებგვერდზე აგრეთვე  შესაძლებელია  ვაქცინაციის პროცესის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის მიღება, განთავსებულია ასევე შემეცნებითი ვიდეორგოლები და საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული  გეგმა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

 

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყოქვეყანაში ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 25 მარტს საქართველომ ფაიზერის ვაქცინა მიიღო, რომლითაც აცრები 30 მარტიდან დაიწყო. 

3 აპრილს ქვეყანაში ჩინური ვაქცინა სინოფარმის 100 000 დოზა შემოვიდა, რომლით აცრაც 18 წელს ზემოთ ყველა მსურველს შეუძლია.

30 აპრილს საქართველოში კიდევ ერთი ჩინური წარმოების ვაქცინა, სინოვაკი, შემოვიდა. მისი გამოყენება ჯერ არ დაწყებულა.

ვაქცინაციის მსურველებს რეგისტრაცია booking.moh.gov.ge - ზე შეუძლიათ, მუშაობს ცხელი ხაზიც - 1522. 

close დახურვა