logo

გამყრელიძე: ვაქცინები, რომლებიც აღიარებულია მკაცრი მარეგულირებლის მიერ, ფარავენ ყველა შტამს

27 მაი 202120:49
3 წუთის საკითხავი
clock 354
გამყრელიძე: ვაქცინები, რომლებიც აღიარებულია მკაცრი მარეგულირებლის მიერ, ფარავენ ყველა შტამს
საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ინდურ შტამს ფარავს ყველა არსებული ვაქცინა, მათ შორის ჩინური ვაქცინა სინოფარმიც

"ის ვაქცინები, რომლებიც აღიარებულია მკაცრი მარეგულირებლის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ისინი ფარავენ და მოიცავენ იმ შტამებს, რომლებიც ცირკულირებენ მსოფლიოში. მათ შორის სინოფარმიც, რომელიც აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის შემთხვევები დღეს, 27 მაისს დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მათ მიერ ავტორიზებული კოვიდ 19-ის ვაქცინები ეფექტურია ვირუსის ყველა შტამის, მათ შორის, ინდური შტამის წინააღმდეგ, რომელიც ჯანმო-ს მიერ ყველაზე "საფრთხილოდ" არის შეფასებული.

ავტორიზებულ ვაქცინებს შორისაა: ფაიზერიმოდერნაასტრაზენეკაჯონსონ & ჯონსონი და სინოფარმი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 27 მაისის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის ვაქცინით 125 601 ადამიანია აცრილი. 

 

close დახურვა