logo

სააკაშვილი გახარიას გუნდზე: ქვეყნის განადგურებაში წილს ფარავენ, როგორც ძაღლი - მოსაქმებულს

10 ივნ 202117:33
3 წუთის საკითხავი
clock 751
სააკაშვილი გახარიას გუნდზე: ქვეყნის განადგურებაში წილს ფარავენ, როგორც ძაღლი - მოსაქმებულს

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გიორგი გახარიას თანაგუნდელის, ბექა ლილუაშვილის ინტერვიუს ფრაგმენტს აზიარებს, სადაც ის ყვება, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ვალდებულებების დარღვევის შემდეგ ვერ აშენდა. რუსთავი 2-სთვის მიცემული ინტერვიუს ფრაგმენტს ფეისბუქგვერდი "Gakharia & Media" აზიარებს. 

სააკაშვილი გახარიას გუნდის მისამართით წერს, რომ ისინი ქვეყნის განადგურებაში ისევე ფარავენ თავიანთ წილს, როგორც "ძაღლი ფარავს ხოლმე თავის მოსაქმებულს". 

"ამათ შუბლის ძარღვი მართლა გაწყვეტილი აქვთ, ან სრული იდიოტები არიან! ეს პორტი 2013 წლის ბოლოს უნდა გამეხსნა ჩვენი გეგმით, და ჩვენ ყოველთვის, უფრო ადრე ვასრულებდით გეგმას, ვიდრე ქაღალდზე ეწერა და ესენი, გვიყვებიან, რომ პორტი ვერ გაკეთდებოდაო?!

ძაღლი რომ ფარავს ხოლმე თავის მოსაქმებულს, ისე ფარავენ ესენი თავის წილს, ქვეყნის განადგურებაში და მე მგონი, ჩვენს ხალხს ყველაფერი ახსოვს და თუ არ ახსოვს, გავახსენებთ და ამაზეც ბევრი უნდა ვიმუშაოთ და დავანახებთ, რომ სხვანაირად შეიძლება მუშაობა ძალიან მალე" - წერს სააკაშვილი. 

close დახურვა