logo
ENG

კობახიძის თქმით, ჰარცელი დიპლომატიურ სტანდარტებს ასცდა

22 სექ 202117:36
3 წუთის საკითხავი
clock 1864

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს სტანდარტს უწუნებს და ამბობს, რომ ქართველი ელჩის ბრიუსელში დაბარებით, "დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ ასცდა". 

"ის, რომ ჩვენი მეგობრები ინტერესდებიან ასეთი ფაქტებით, აბსულუტურად ბუნებრივია. როდესაც არის ნიშნები იმისა, რომ შეიძლება ვიღაც ვიღაცას უსმენდეს უკანონოდ, რა თქმა უნდა, ამით ჩვენი მეგობრები დაინტერესდებოდნენ. 

რაც შეეხება ელჩის განცხადებას, მე არ ვარ დიპლომატი და შეიძლება, ვერ ვერკვევი ბოლომდე ამ საკითხებში, მაგრამ დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ იყო აცდენილი, მითუმეტეს ამ წინასაარჩევნოდ", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

დღეს, 22 სექტემბერს ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განცხადა, რომ საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში განმარტებისთვის დაიბარეს. მას კითხვებს სუს-ის მოსმენების შესახებ დაუსვამენ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი ფაილების მიხედვით, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც უსმენენ, მათ შორის, კარლ ჰარცელსაც

"თქვენ უკვე იცით ბრიუსელის რეაქცია მოსმენების შესახებ. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვიღებთ, იმიტომ, რომ ეს კითხვებს აჩენს. იცით, რომ დიპლომატიურ ურთიერთობებს ვენის კონვენცია არეგულირებს. არ მივიჩნევთ ბუნებრივად, რომ ისეთი ახლო მეგობარი და პარტნიორი, როგორიც საქართველოა, ასეთ მოქმედებებშია ჩართული. ამ მიზეზით, გუშინ საქართველოს ელჩი ევროკავშირში შეხვედრაზე დაიბარეს ბრიუსელში, ევროკავშირის სათავო ოფისში, იმისთვის, რომ პოზიციები ყოფილიყო გარკვეული და შემდგომი სათანადო ნაბიჯები იქნას გადადგმული". - თქვა კარლ ჰარცელმა. 

***

გავრცელებული ფაილებიდან ჩანს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უსმენენ როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს.

 

close დახურვა