logo
ENG

თალიბებმა Deutsche Welle-ს ჟურნალისტის ნათესავი მოკლეს

20 აგვ 202110:51
3 წუთის საკითხავი
clock 457
თალიბებმა Deutsche Welle-ს ჟურნალისტის ნათესავი მოკლეს

ავღანეთის დასავლეთით თალიბანის წარმომადგენლებმა Deutsche Welle-ს ჟურნალისტის ნათესავი მოკლეს. ინფორმაცია კომპანიის ხელმძღვანელობამ 19 აგვისტოს გაავრცელა.

მათი ინფორმაციით, თალიბანი ჟურნალისტს ეძებდა, რომელიც ამ დროისთვის უკვე გერმანიაში იმყოფება. ჟურნალისტის სხვა ნათესავებმა გაქცევა შეძლეს და ახლა იძულებულნი არიან, დაიმალონ.

DW-ს გენერალურმა დირექტორმა, პიტერ ლიმბურგმა დანაშაული დაგმო და გერმანიის მთავრობას, გადამწყვეტი მოქმედებებისკენ მოუწოდა.

"ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომლის ნათესავის მოკვლა თალიბანის მიერ აჩვენებს, რამდენად სახიფათოა ჟურნალისტებისთვისა და მათი ოჯახებისთვის ავღანეთში ამჟამად ყოფნა", - განაცხადა მან. DW-ს ინფორმაციით, თალიბები ჩხრეკით მედიის სულ მცირე სამი წარმომადგენლის ნათესავებთან მივიდნენ.

გლობალური ანალიზის ნორვეგიული ცენტრის RHIPTO-ს ანგარიშის თანახმად, თალიბებმა ავღანეთში იმ ადამიანების ძებნა დაიწყეს, ვინც წინა ხელისუფლებაზე მუშაობდა ან NATO-სა და აშშ-ს სამხედროებთან თანამშრომლობდა. 

ქაბულის დაკავების შემდეგ თალიბები ცდილობენ დაარწმუნონ საერთშორისო საზოგადოება, რომ შურისძიება არ იქნება და სახელმწიფო მოხელეებისთვის "საყოველთაო ამნისტიას" გამოაცხადებენ.

close დახურვა