logo

სლოვენია სინოვაკითა და სინოფარმით აცრილებს საზღვრებს უხსნის

08 ივნ 202119:59
3 წუთის საკითხავი
clock 200
სლოვენია სინოვაკითა და სინოფარმით აცრილებს საზღვრებს უხსნის

სლოვენიის მთავრობამ საზღვრები გახსნა მათთვის, ვისაც ჩინური სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინა აქვს გაკეთებული. ქვეყანა საზღვრებს ხსნის საქართველოში აქამდე გამოყენებული სხვა ვაქცინებით აცრილებისთვისაც, მათ შორის, ასტრაზენეკითა და ფაიზერით. 

სლოვენიის მთავრობამ ქვეყანაში შესვლისათვის საჭირო ახალი მოთხოვნები გასულ კვირას შეიმუშავა. ახალი წესებით, ვაქცინირებულ და კოვიდგადატანილ მოგზაურებს სლოვენიაში კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.

უფრო დეტალურად, სლოვენია საზღვრებს გახსნის მათთვის:

  • ვისთვისაც 7 დღე იქნება გასული ფაიზერის მეორე დოზის გაკეთებიდან;
  • მინიმუმ 14 დღე იქნება გასული მოდერნას 2 დოზიდან;
  • მინიმუმ 21 დღე იქნება გასული ასტრაზენეკას მეორე დოზის გაკეთებიდან;
  • მინიმუმ 14 დღე იქნება გასული ჯონსონი & ჯონსონის ვაქცინის მიღებიდან. 
  • ასევე, 14 დღე იქნება გასული რუსული ვაქცინა "სპუტნიკის" მიღებიდან.
  • ასევე, სულ მცირე 14 დღე იქნება გასული ჩინური სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინის დოზების მიღებიდან. 

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.

ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 25 მარტს საქართველომ ფაიზერის ვაქცინა მიიღო, რომლითაც აცრები 30 მარტიდან დაიწყო.

3 აპრილს საქართველომ ჩინური ვაქცინა სინოფარმის 100 000 დოზა მიიღო, შემდეგ კი შემოვიდა სინოვაკის ვაქცინაც.

სინოვაკით ვაქცინაცია 24 მაისს დაიწყო.

 

close დახურვა