logo

ლიეტუვის პრეზიდენტი NATO-ს სამიტზე: მუდამ გვახსოვს ჩვენი მეგობრები, საქართველო და უკრაინა

14 ივნ 202117:30
3 წუთის საკითხავი
clock 248

ლიეტუვის პრეზიდენტმა NATO-ს სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ ალიანსმა უნდა აჩვენოს რუსეთს ერთიანობა და არ დაივიწყოს 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება ორგანიზაციის გაფართოების გარეშე.

გიტანას ნაუსედას განცხადებით, ლიეტუვა მიესალმება NATO-ს ღია კარის პოლიტიკას.

„მივესალმებით NATO-ს ღია კარის პოლიტიკას. პირველ რიგში, მუდამ გვახსოვს ჩვენი მეზობლები და მეგობრები - საქართველო და უკრაინა. გაცემული პირობა უნდა შესრულდეს. მინდა, შეგახსენოთ 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან დაკავშირებით. რუსეთს უნდა ვაჩვენოთ, რომ ნატო არის ერთიანი", - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

2008 წლის 3 აპრილს ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ „საქართველო გახდება NATO-ს წევრი ქვეყანა“.

close დახურვა