logo

მოსკოვში დღეიდან გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა

15 აპრ 202017:10
3 წუთის საკითხავი
clock 179

რუსეთის დედაქალაქში დღეიდან გადაადგილებაზე მკაცრი ზომები ამოქმედდა. მოსკოვში პირადი, სამსახურეობრივი და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობაზე მოქალაქეებს სპეციალური საშვები სჭირდებათ.

მერიის გადაწყვეტილებას დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი მოჰყვა. მეტრო სადგურების შესასვლელებთან ხალხის უპრეცედენტო რიგები წარმოიქმნა, საცობებია მაგისტრალებზეც.

ბოლო 24 საათში რუსეთში ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობაც დაფიქსირდა. 65 რეგიონში დაავადება 3 400-მდე ადამიანს დაუდგინდა. დაღუპულთა საერთო რიცხვი კი 198-მდე გაიზარდა.

რუსეთის ეკლესია მოსახლეობას მოუწოდებს, აღდგომის დღესასწაულზე სახლებში დარჩნენ. 

close დახურვა