logo

ჯაფარიძე მუქარის წერილზე: გახარიამ პირადად გადმომცა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ

03 ივნ 202100:15
3 წუთის საკითხავი
clock 771
ჯაფარიძე მუქარის წერილზე: გახარიამ პირადად გადმომცა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ

ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მუქარის შემცველი წერილი გიორგი გახარიამ მას პირადად გადასცა. ამის შესახებ ჯაფარიძემ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

ჯაფარიძე ამბობს, რომ გახარიამ უნდა თქვას, ვინ დაავალა ლელოს ლიდერებისთვის ამ წერილის გადაცემა და რატომ გააჩერა ანაკლიის პორტი.

მისივე თქმით, ყოფილ პრემიერმინისტრს საკუთარი შეცდომების აღიარებისთვის გამბედაობა აკლია.

"პირველ რიგში, აუცილებელია ადამიანმა სიმართლე თქვას... ამ ეტაპზე მხოლოდ ტყუილს ვხედავ მისი მხრიდან, თუ დავინახავ, რომ ის გულწრფელად იტყვის, რატომ გადმოგვცა ეს წერილი, რომელიც თქვენთვის ცნობილია, რატომ გააჩერა ანაკლიის პროექტი... მან პირადად გადმომცა წერილი, მე მას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ძალიან ცუდია, რომ მას გამბედაობა აკლია თქვას, "დავუშვი შეცდომა"... უნდა თქვას, ვინ დაავალა ამ წერილის გადმოცემა", - ამბობს ჯაფარიძე.

2019 წლის 4 მარტს მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა მუქარის შემცველი წერილი, რომელიც ხაზარაძის მტკიცებით, მას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ იმჟამინდელმა შსს მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა.

ხაზარაძის მიერ გავრცელებულ წერილში, მისი მტკიცებით, გიორგი გახარია მას ტვ პირველის სარედაქციო პოლიტიკის ტელეკომპანია იმედის ტრენდზე გადაყვანას თხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ წინააღმდეგ სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით ემუქრებოდა. 
ხაზარაძის თქმით, წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მამუკა ხაზარაძემ უნდა გააკეთოსგანცხადება იმის შესახებ, რომ მისთვის ნაციონალური მოძრაობის რევანში მიუღებელია.

როგორც ის ამბობს, წინააღმდეგ შემთხვევაში წერილის ავტორები მის წინააღმდეგ ყველასაშუალების გამოყენებით ემუქრებოდნენ.

წერილის დედანზე ექსპერტიზა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა.

პროკურატურის ცნობით, ექსპერტიზის შედეგებით დადგინდა, რომ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილის დედანზე გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.

 

 

close დახურვა