logo

თბილისში ჩინური სინოვაკის ვაქცინის ყველა ჯავშანი შეივსო

21 მაი 202115:37
3 წუთის საკითხავი
clock 921
2021/05/21/d88qvjd48267ap9.jpg

თბილისში ჩინური წარმოების სინოვაკის ვაქცინის ყველა ჯავშანი შეივსო. ჯავშნები ამ დროისთვის ხელმისაწვდომია რეგიონებში. 

აღსანიშნავია, რომ ამ ვაქცინაზე რეგისტრაცია, დღეს, 21 მაისს, 12:00 საათიდან დაიწყო. სინოვაკის 100 ათასი დოზა საქართველოს ჩინურმა მხარემ აჩუქა. ამ ვაქცინას ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს. 

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რეგისტრაციის გახსნიდან 2 საათის განმავლობაში სინოვაკის ვაქცინაზე 5 370 ადამიანი დარეგისტრირდა. 

სინოვაკის ვაქცინას ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს. საქართველოში ის 30 აპრილს შემოვიდა. ამ ვაქცინით აცრა 24 მაისს დაიწყება. 

ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 25 მარტს საქართველომ ფაიზერის ვაქცინა მიიღო, რომლითაც აცრები 30 მარტიდან დაიწყო. 

3 აპრილს ქვეყანაში ჩინური ვაქცინა სინოფარმის 100 000 დოზა შემოვიდა, რომლით აცრაც 18 წელს ზემოთ ყველა მსურველს შეუძლია.

21 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დღე-ღამის განმავლობაში 3 613 ადამიანი აიცრა. ჯამში ამ დროისთვის 10 5500 ადამიანია აცრილი

close დახურვა