logo

რუსეთის ეკლესიამ ალექსანდრიის საპატრიარქოს წარმომადგენლობას მოსკოვში საქმიანობა შეუჩერა

25 ნოე 201917:31
3 წუთის საკითხავი
clock 170
fuxh7rlwuecok98.jpg

რუსეთის ეკლესიამ ალექსანდრიის საპატრიარქოს წარმომადგენლობას მოსკოვში საქმიანობა შეუჩერა. მოსკოვის საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ალექსანდრიის საპატრიარქოსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს წმინდა სინოდი, რომელიც დეკემბერში შეიკრიბება. 

ეს გადაწყვეტილება ალექსანდრიის პატრიარქის თეოდორეს გადაწყვეტილებას უკავშირდება. 8 ნოემბერს მან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ცნო. 

უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი კონსტანტინეპოლის პატრიარქისგან 6 იანვარს მიიღო. ამის გამო რუსეთის ეკლესიამ მასთან ევქარისტული კავშირი გაწყვიტა. 

close დახურვა