logo

რუსეთის ეკლესია ბერძნულ ეკლესიასთან ურთიერთობებს წყვეტს

18 ოქტ 201908:30
3 წუთის საკითხავი
clock 541
n5krureeohve6vr.jpg

მოსკოვში გამართულ სინოდის საგანგებო სხდომაზე რუსულმა ეკლესიამ მორიგი გადაწყვეტილება მიიღო. ოფიციალური ინფორმაციით, იგი შეწყვეტს ურთიერთობას საბერძნეთის იმ ეპისკოპოსებთან და ეპარქიებთან, რომლებსაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების  შემდეგ,  მასთან ევქარისტული  ურთიერთობები ექნებათ.

სხდომის შემდეგ, ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა  განაცხადა, რომ რუსეთის პატრიარქი კირილე ასევე უფლებამოსილია, ლოცვებში აღარ მოიხსენიოს ათენის  მთავარეპისკოპოსი იერონიმე. 

ბერძნულმა ეკლესიამ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია 12 ოქტომბერს  აღიარა.  

close დახურვა