logo

საელჩო: ბაიდენმა გამოაცხადა, რომ აშშ COVID-19-ის ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს

04 ივნ 202112:36
3 წუთის საკითხავი
clock 1371
საელჩო: ბაიდენმა გამოაცხადა, რომ აშშ COVID-19-ის ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს

აშშ-ს საელჩოს განცხადებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს. მათივე ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით შეერთებული შტატები ივნისის ბოლომდე 80 მილიონ დოზას გაიღებს.

საქართველოსთვის გამოყოფილი კონკრეტული ვაქცინა და რაოდენობა უცნობია და გამოცხადდება, როგორც კი ადმინისტრაცია ლოგისტიკურ, სარეგულაციო და მსგავს საკითხებს გადაწყვეტს.

საელჩო აცხადებს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს.

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 25 მარტს საქართველომ ფაიზერის ვაქცინა მიიღო, რომლითაც აცრები 30 მარტიდან დაიწყო. 

3 აპრილს ქვეყანაში ჩინური ვაქცინა სინოფარმის 100 000 დოზა შემოვიდა, შემდეგ კი შემოვიდა სინოვაკის ვაქცინაც.

3 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში ორჯერადად აცრილია 33 718 ადამიანი, ერთჯერადად კი 115 473 ადამიანი. 

close დახურვა