logo

კალაძე: მერია ბავშვთა გასართობ ცენტრებს 5000-5000 ლარით დაეხმარება

02 ივნ 202112:57
3 წუთის საკითხავი
clock 155
კალაძე: მერია ბავშვთა გასართობ ცენტრებს 5000-5000 ლარით დაეხმარება

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებლად, მერია ბავშვთა დაბადების დღის ცენტრებს 5000-5000 ლარით დაეხმარება.

როგორც კალაძემ აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში, დახმარებას მიიღებს 70-მდე ობიექტი და გაიცემა 350 000 ლარამდე სუბსიდია.

მისივე თქმით, განაცხადების მიღება დაიწყება 2 ივნისიდან და გაგრძელდება 10 ივნისამდე.

"თქვენ იცით, ჩვენ რესტორნებისა და კაფე-ბარებისთვის გამოვყავით სპეციალური თანხები, რათა ისინი უფრო მომზადებულები შეხვედროდნენ ტურისტულ სეზონს. რაც შეეხება ბავშვთა გასართობ ცენტრებს, ისინი ყველაზე ადრე დაიხურნენ და ყველაზე გვიან განაგრძეს მუშაობა. ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ მათ 5000-5000 ლარით. სუბსიდიას ყველა ის სუბიექტი მიიღებს, რომელიც რეგისტრირებულია 2020 წლის 28 ნოემბრამდე და დღემდე არ არის ლიკვიდირებული.

პროგრამაში მონაწილეობისა და ფინანსური დახმარების მისაღებად ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისის მერიაში უნდა შემოიტანონ განცხადება, თბილისის მერიის ვებგვერდზე მითითებული დეტალების გათვალისწინებით", - განაცხადა კახა კალაძემ.

close დახურვა