logo

ირაკლი კიკნაველიძე: ჩვენ ვხედავთ ეკლესიაში რუსეთის გავლენას

06 ნოე 201921:23
3 წუთის საკითხავი
clock 171
p65xr1zgn34uecf.jpg

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი კიკნაველიძის აზრით, ქართულ ეკლესიაში რუსული გავლენები ძლიერია. 

„მე ყველაზე მეტად რაც მაწუხებს ეკლესიის საკითხებზე, არის ის, რომ ჩვენ ვხედავთ ეკლესიაში მტრის, რუსეთის გავლენას. საქართველოს ეკლესია ძალიან დიდხანს მიბმული იყო რუსეთის ეკლესიას და ყველა მიმართულებით რუსეთის გავლენა იყო უზარმაზარი. დღესაც ვხედავთ ამ გავლენის შედეგებს. ბოლო წლების განმავლობაში მართლმადიდებლურ სამყაროში მოხდა ბევრი მნიშვნელოვანი რამ. ჩატარდა მერვე საეკლესიო კრება, ეკლესიების დიდმა ნაწილმა აღიარა უკრაინის ავტოკეფალია - ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ბოლო ორი მოვლენის დროს საქართველოს ეკლესია იყო რუსეთის ბანაკის ქვეშ. ამის ფონზე რა ხდება ეკლესიის შიგნით - საქართველოს საპატრიარქომ ქუთათელ-გაენათელის კათედრაზე მიავლინა იოანე გამრეკელი. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ მორიდებია და არ დაუმალავს, რომ არის რუსეთის პროპაგანდისტული ხაზის გამგრძელებელი“ - განაცხადა მან.

ირაკლი კიკნაველიძე „პოლიტიკის ფორმულის“ სტუმარია.

close დახურვა