logo
ENG

ქაბული საქართველოს კიდევ ორმა მოქალაქემ დატოვა

20 აგვ 202110:27
3 წუთის საკითხავი
clock 290
ქაბული საქართველოს კიდევ ორმა მოქალაქემ დატოვა

ქაბული საქართველოს კიდევ ორმა მოქალაქემ დატოვა. ისინი ავღანეთში ბრიტანულ კომპანიაში მუშაობდნენ და არეულობის დაწყებიდანვე კომპანიამ NATO-ს ბაზაზე გადაიყვანა. საქართველოს ორი მოქალაქე ჯერ ტაშკენტში, შემდეგ კი გერმანიაში გადაიყვანეს. ხვალ ისინი თბილისში დაბრუნდებიან.

"15 აგვისტოს ბრიტანულმა კომპანიამ, რომელშიც ორი ქართველი ვიმყოფებით, მიიღო სადაზვერვო ინფორმაცია, რომ თალიბანი რამდენიმე საათში დაიკავებდა ქაბულს. აქედან გამომდინარე გამთეენისას დავტოვეთ საცხოვრებელი ადგილი ქაბულში და ევაკუაცია მოვახდინეთ NATO-ს საერთაშორისო ბაზაზე. ჩვენი ევაკუაცია მოხდა ქაბულის აეროპორტიდან გერმანელების მიერ ტაშკენტში. ხოლო ტაშკენტიდან ანალოგიურად მოხდა გერმანელების მიერ ჩვენი ევაკუაცია, ოღონდ უკვე სამოქალაქო თვითმფრინავით", - ამბობს ფორმულასთან ზაური ჯაყელი.

საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამომგზავრებასთან დაკავშირებით ფორმულა საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა და მათგან ინფორმაციას ელოდება. უწყებაში აცხადებდნენ, რომ ავღანეთში საქართველოს 22 მოქალაქე იყო, მათგან ექვსი კი 18 აგვისტოს თბილისში ჩამოვიდა.

close დახურვა