logo
ENG

ქაბული საქართველოს 16-ვე მოქალაქემ დატოვა

20 აგვ 202114:29
3 წუთის საკითხავი
clock 1211
ზაზა არაბული/Facebook

ავღანეთის დედაქალაქი ქაბული საქართველოს 16-ვე მოქალაქემ დატოვა. ამის შესახებ ფორმულას ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ღვთისიაშვილის თქმით, ბრიტანელების მიერ უზრუნველყოფილია რეისი დუბაისკენ და დღის განმავლობაში ისინი ჩამოფრინდებიან საქართველოში. 

თალიბანის მიერ ქაბულის აღების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ადგილზე საქართველოს 22 მოქალაქე იმყოფებოდა. დღეს კი ღვთისიაშვილმა თქვა, რომ ქაბულში იყო საქართველოს 22 მოქალაქე კონტრაქტით და კიდევ 2 საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული. ბოლო ინფორმაციით, ამ დროისთვის ავღანეთში საქართველოს მოქალაქეები აღარ არიან. 

"არის მოლოდინი, რომ კიდევ გამოვიდეს კავშირზე. იქ ძალიან ქაოტური მდგომარეობა, კომუნიკაცია გართულებულია და შეიძლება კიდევ ვინმე გამოვიდეს კონტაქტზე", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

18 აგვისტოს უნგრული ბორტით საქართველოს ექვსი მოქალაქე გამოემგზავრა. ქალაქში არსებული ქაოსისა და არეულობის გამო ამ დრომდე სხვების გამომგზავრება რთულდებოდა. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ ქაბული საქართველოს კიდევ ორმა მოქალაქემ დატოვა. ისინი ავღანეთში ბრიტანულ კომპანიაში მუშაობდნენ და არეულობის დაწყებიდანვე კომპანიამ NATO-ს ბაზაზე გადაიყვანა.

close დახურვა