logo
ENG



აშშ უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 8 მილიარდ დოლარს გამოყოფს

26 სექ 202417:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/26/mbcs0uat5pufcv4.jpg

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის სამხედრო დახმარების 8-მილიარდიანი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. პაკეტის მიზანი უკრაინის ომში გამარჯვებაა.

დახმარება მოიცავს Joint Standoff Weapon-ის ზუსტი დამიზნების შორსმოქმედ პლანირებად ავიაბომბს, რომლის სამოქმედო მანძილი 130 კილომეტრია. როგორც ოფიციალურმა წარმომადგენელმა განმარტა, ბაიდენი არ გამოაცხადებს, რომ ვაშინგტონი უფლებას მისცემს უკრაინას, ამერიკული რაკეტები რუსეთის სიღრმეში სამიზნეების განადგურებისთვის გამოიყენოს.

დახმარების პაკეტის ძირითადი ნაწილი, 5,5 მილიარდი აშშ დოლარი, უნდა გამოიყოს ორშაბათამდე, აშშ-ის ფისკალური წლის დასრულებამდე. 2,4 მილიარდი დოლარი გამოიყოფა უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს უკრაინისთვის იარაღი შეიძინოს და ისინი აშშ-ის მარაგებიდან არ ამოიღოს. ეს ინიციატივა უზრუნველყოფს უკრაინას დამატებითი საჰაერო თავდაცვით, უპილოტო საჰაერო სისტემებითა და ჰაერი-მიწის კლასის საბრძოლო მასალებით. ასევე, გააძლიერებს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზას, მხარს დაუჭერს მის მოვლა-პატრონობასა და შენარჩუნებას.

დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებშივე, თავდაცვის დეპარტამენტი შეაკეთებს და გადასცემს უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ელემენტს და ასევე, მეტ რაკეტას მიაწვდის.

გარდა ამისა, ბაიდენმა პენტაგონს F-16-ის უკრაინელი მფრინავების წვრთნების გაფართოება დაავალა, მათ შორის მომავალ წელს დამატებით 18 მფრინავი გადაამზადონ. 


close დახურვა