logo
ENG



11 წლის გარდაცვლილი ბიჭის მამა: როგორც მე და ჩემი შვილი ვიყავით, იშვიათია

26 აგვ 202014:08
3 წუთის საკითხავი
clock 34292
11 წლის გარდაცვლილი ბიჭის მამა: როგორც მე და ჩემი შვილი ვიყავით, იშვიათია

11 წლის გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე დაკავებული მამა ამბობს, რომ რასაც ედავებიან, მისნაირი კაცი ამას ვერ გააკეთებდა.

ბრალდებული სასამართლო პროცესზე ირწმუნება, რომ მას და მის შვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ:

"მე ვყოფილვარ, რაც ვყოფილვარ. რაც წერია, მაგას ჩემისთანა კაცი ვერ გააკეთებს, არ ვიცი, ამდენი ხანი ვყოფილვარ დასაჭერი. რა მაქვს დასამატებელი, თუ უნდა დახვრეტა მოითხოვოს. როგორც მე და ჩემი შვილი ვიყავით, იშვიათია, უდედოდ გავზარდე, მე იქით მოვკვდები, ეს აქეთ, მაინც შევხვდებით ერთმანეთს ძმაკაცურად. ჩემი ცხოვრება შრომაში ვარ", - განაცხადა ფრიდონ აბჟანდაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის საქმეზე მამამისს ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის მუხლებით წარუდგინა. 11 წლის ბავშვი 23 აგვისტოს თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარ ხეზე თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს. გამოძიების ცნობით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მამა სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა მის არასრულწლოვან შვილს. მათივე ინფორმაციით, მამის ქმედებების გამო არასრულწლოვანი შვილი მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობდა.


close დახურვა