logo
ENG



ლონდა თოლორაია: ის რაც ახლა ხდება, არის ცენზურა

18 მაი 202617:31
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/18/lmk9dd08fqk3byv.png

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელიც 2018 წელს შევქმენით მოწყვლადი ჯგუფების (ქალების, ბავშვების, უმცირესობების) უფლებების დასაცავად, ბოლოს გადაიქცეოდა კრიტიკისაგან ხელისუფლების დაცვის დანაყოფად.

და მაინც, რადგან გადაწყვეტილია და იქმნება, გთხოვთ, მონიტორინგი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ განსხვავებული აზრის წარმომადგენლების მიმართ გამოყენებული ლექსიკით/ენით დაიწყოთ.

მე სასტიკად არ მიყვარს უცენზუროდ გამოხატული საჯარო კრიტიკა. იცით, რომ ეს არასოდეს გამიკეთებია. მაგრამ ის რაც ახლა ხდება, არის ცენზურა. მეტი არაფერი.


close დახურვა