რუსულმა ძალებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, დარტყმები მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებზე განხორციელდა.
თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ერთი ქალი დაიღუპა და 44 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის ორი ბავშვია, ხოლო სამი ადამიანი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, ბიზნესცენტრი და სუპერმარკეტი. რამდენიმე რაიონში ხანძარი გაჩნდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დედაქალაქზე მასირებული სარაკეტო იერიში განხორციელდა და მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს.
