logo
ENG



თეთრ სახლთან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა - მსროლელი მოკლულია

24 მაი 202611:34
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/24/w31j67op422ayx1.png

ვაშინგტონის ცენტრში, თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა მოხდა, რომელშიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

CNN-ის ინფორმაციით, საიდუმლო სამსახურმა მიიღო შეტყობინება შეიარაღებული მამაკაცის შესახებ პენსილვანიის ავენიუსა და მე-17 ქუჩის კვეთასთან. ადგილზე მისვლის შემდეგ სამართალდამცველებსა და ეჭვმიტანილს შორის სროლა დაიწყო.

ამერიკული მედიის ცნობით, თავდამსხმელი მოკლულია. სროლის შედეგად კიდევ ერთი პირი დაშავდა.

ინციდენტის გამო თეთრი სახლის ტერიტორიაზე დროებით ლოკდაუნი გამოცხადდა. პრეზიდენტის რეზიდენციის ჩრდილოეთ გაზონზე მყოფი ჟურნალისტები პრესცენტრში გადაიყვანეს, ტერიტორია კი უსაფრთხოების ძალებმა ალყაში მოაქციეს.

შემთხვევის დროს დონალდ ტრამპი თეთრ სახლში იმყოფებოდა.

FBI-ის დირექტორმა, ქეშ პატელი დაადასტურა, რომ ბიუროს აგენტები ადგილზე საიდუმლო სამსახურის დასახმარებლად და გამოძიებაში ჩასართავად მივიდნენ. სამართალდამცველები ამ დროისთვის ინციდენტის მოტივსა და გარემოებებს იკვლევენ.


close დახურვა