მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცოფში ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
