logo
ENG



სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ ოჯახებს, თუ ყოველთვიური შემოსავალი 1250-ს აღემატება

24 მაი 202619:17
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/24/bknj06zuzh2mduu.png

"ქართული ოცნების" პრემიერის ირაკლი კობახიძის დადგენილებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზიდან ამოიღებენ ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარს აღემატება.

ამის შესახებ "ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილებას ხელი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა. 

"თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე", - წერია დადგენილებაში "ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ".


close დახურვა