logo

ინფექციურში მყოფ საქართველოს 2 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა

14 თებ 202009:30
3 წუთის საკითხავი
clock 0 clock 283

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთიდან შემოსული ორი ქართველი მოათავსეს. ერთ-ერთ მათგანს, ახალგაზრდა ქალს, კორონავირუსი არ დაუდგინდა და ის ბოქსირებულ განყოფილებას დღეს დატოვებს.

მამაკაცს კი ტემპერატურის მატება ჩინეთშიც აღენიშნებოდა. როგორც ახალგაზრდამ განაცხადა, მას კორონავირუსის დასადგენად დიაგნოსტიკა ჩინეთშიც ჩაუტარეს, თუმცა ვირუსი არ აღმოაჩნდა.

პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაში სამედიცინო დაკვირვების ქვეშ რჩება, დღის განმავლობაში გახდება ცნობილი აქვს თუ არა მას კორონავირუსი. 

"შემოვიდა 26 წლის ქალა. რენტგენოლოგიურად პნევმონია არ ჰქონდა. მისი მდგომაროება მძიმე არ არის. აუღეს ნაცხი ხახიდან. არც გრიპის ვირუსები აღმოჩნდა და არც კორონავირუსი. მეორე პაციენტს რაც შეეხება, ეს 19 წლის ბიჭია. რენტგენოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდა და არც მას აქვს პნევმონია. არც ერთი რთული სიმპტომი არ აქვს“, - აღნიშნა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. 

 

 



close დახურვა