logo

სოფელ უბისაში რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე სამი მუშა დაშავდა

14 თებ 202019:16
3 წუთის საკითხავი
clock 0 clock 255

რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე სამი მუშა დაშავდა. როგორც რკინიგზელთა პროფკავშირში აცხადებენ, სამუშაო ობიექტის ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა - ისინი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანი მალევე გაწერეს, ხოლო ერთი მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.



close დახურვა