logo

აჭარის ტელევიზიის ახალი გენერალური დირექტორი შტატების გაუქმებას აპირებს

clock 0 clock 135 clock 14 თებ 202020:32

აჭარის ტელევიზიის ახალი გენერალური დირექტორი შტატების გაუქმებას აპირებს და კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს ათავისუფლებს. აჭარის ტელევიზიასა და რადიოში 4 სამსახურის უფროსს მოადგილე აღარ ეყოლება.

 ახალი ამბების სამსახურის უფროსის მიმართ დისციპლინური სამართლთალწარმოება დაიწყეს. შორენა ღლონტს ხელმძღვანელობა  ახალი ამბების სამსახურის მიერ  NDI-სთან ერთი წლის წინ გაფორმებული  ხელშეკრულების გამო ედავება.

აღნიშნულთან დაკავშირებით შორენა ღლონტი კომენტარს არ აკეთებს, თუმცა დირექტორისთვის მიწერილ წერილში წერს, რომ პროცესი ბუნდოვანია, გადაცემა ინახება არქივში და ამასთან მნიშვნელოვანია ისიც, რომ  მრჩეველთა საბჭოს წევრის მიერ მსჯელობის საგნად ქცეული ურთიერთობის შესახებ, მაუწყებლის დირექტორმა  დირექტორის მოადგილემ  და სხვა უფლებამოსილმა პირებმა  იცოდნენ.

კიდევ ერთი მწვავე საკითხი საგამოძიებო ფილმების პროექტის შეჩერებაა. საგამოძიებო ფილმების პროექტის ხელმძღვანელი ამბობს,რომ კოხრეიძემ მიზეზად საარჩევნო წელი და აჭარის მაუწყებლის საინფრომაციო სამსახურის მიმართ უნდობლობა დაასახელა.

აჭარის მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო გამჭვირვალობაც ეხმაურება და პროცესებს კრიტიკულად განწყბილ ჟურნალისტებზე ზეწოლად აფასებს. არასამთავრობო სექტორში თვლიან, რომ ამ პროცესების რეალური მიზანი ხელისუფლების  მხრიდან  სარედაქციო პოლიტიკაზე სრული კონტროლის მოპოვებაა.

 

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა