logo
ENG



25-ე გარდაცვლილი 76 წლის კაცია, რომელიც ბათუმის ცხელების ცენტრში გუშინ ღამით შეიყვანეს

23 სექ 202014:14
3 წუთის საკითხავი
clock 1090
25-ე გარდაცვლილი 76 წლის კაცია, რომელიც ბათუმის ცხელების ცენტრში გუშინ ღამით შეიყვანეს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი 25-ე პაციენტი 76 წლის კაცია, რომელიც გუშინ გვიან ღამით ცხელების ცენტრში სუნთქვის მწვავე უკმარისობისა და ცხელების დიაგნოზით შეიყვანეს. 

მათი ცნობით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე რთულად შეფასდა. 

"პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია ESU/ESC 3, ექსტრასისტოლური არითმია, გულის უკმარისობა.

კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

გარდაცვალებამდე აღებული იქნა ტესტი კორონავირუსზე, პაციენტს დაუდასტურდა კოვიდ-19", - აღნიშნავენ სამინისტროში. 

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 4 140 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 643 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა.


close დახურვა