logo
ENG



3-მა მღვდელმა ზიარების შესახებ აზრი დააფიქსირა, მათ პოსტები ააღებინეს და დაემუქრნენ - თეოლოგი

02 აპრ 202023:08
3 წუთის საკითხავი
clock 476

თეოლოგი გოჩა ბარნოვი აცხადებს, რომ რამდენიმე სასულიერო პირმა ზიარების წესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საპატრიარქოსგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. 

როგორც ბარნოვმა გადაცემაში "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა" განმარტა, მოგვიანებით სასულიერო პირებს ეს პოსტები Facebook-დან წააშლევინეს და გაგდებით დაემუქრნენ. ამასთან, თეოლოგს არ დაუკონკრეტებია, თუ ვის მიმართ ან ვის მიერ ხორციელდება ზეწოლა. 

"მე ვიცი, რომ სინოდის წევრებს შორის არის ძალიან დიდი სხვაობა. ვგულისხმობ გარკვეულ ჯგუფს, იმიტომ რომ სამწუხაროდ სინოდის წევრთა დიდ ნაწილს საერთოდ არ აინტერესებს მსგავსი, საეკლესიო თემები. მაგრამ ეპისკოპოსების მცირე ჯგუფი არის, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ. თუმცა მათ ამის საშუალებას არ აძლევენ. როგორც კი რომელიმე ეპისკოპოსი მისცემს ინტერვიუს ან მიიღებს მონაწილეობას რაიმე გადაცემაში, მას აუცილებლად ავიწროებენ საპატრიარქოდან. ეს მცირე ჯგუფი, რომელიც ფაქტობრივად მართავს საქარველოს ეკლესიას, რომელსაც პრინციპში უნდა მართავდეს სინოდი და არა პატრიარქი ან საპატრიარქო. ეკლესია ყოველთვის იმართება სინოდურ წესით. სამწუხაროა, რომ საქართვლოს ეკლესიაში სინოდს დაკარგული აქვს ეს ფუნქცია. რამდენიმე ხნის წინ, რამდენიმე სასულიერო პირმა, მღვდელმა დაწერეს თავიანთი განსხვავებული, მოკრძალებული მოსაზრება ზიარებასთან დაკავშირებით დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე. სამივე ამ ადამიანის შევიწროება დაიწყეს უკვე. მათ დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრება Facebook-ზე და შემდგომში მათ ეს პოსტები ააღებინეს. მათ მიმართ არ წყდება მუქარები, რომ მათ გაუშვებენ და დასჯიან სამაგალითოდ. ეს ჩვეულებრივად "კგბ"-ს მეთოდებია", - განაცხადა გოჩა ბარნოვმა. 


close დახურვა