logo
ENG



კირკიტაძე ქართულ მარშზე: ეს ოცნების თამაშია, მსგავს ხერხებს იყენებს პუტინი

03 ივლ 202008:57
3 წუთის საკითხავი
clock 868

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში „ქართული მარშის“ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებას აფასებენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე აცხადებს, ეს არის ამომრჩევლის დასაქსაქსად მიმართული ხრიკი.

როგორც „ფორმულას“ კირკიტაძემ განუცხადა, წინასაარჩევნოდ არა ერთი ფსევდო დამოუკიდებელი კანდიდატი გაჩნდება.

„დღეს ქართულ ოცნებას ძალიან უჭირს. ის ამომრჩევლების დასაქსაქსად უამრავ სხვდასხვა ხრიკს მიმართავს. უამრავი პოლიტიკური პარტია გაჩნდება. გაჩნდებიან ფსევდო დამოუკიდებელი კანდიდატები იმისათვის, რომ ხმები გაიბნეს და ვერ მოხდეს რეალური ოპოზიციისთვის ხმების კონსოლიდირება, არა ერთი მსგავსი ფაქტი გვექნება. თუმცა, ქართველი ამომრჩეველი გაზრდილია და ყველაფერს მიხვდება. ეს არის ქართული ოცნების თამაში. მსგავს ხერხებს მიმართავს რუსეთში ვლადიმერ პუტინი, რათა ოპოზიციის დასუსტება მოხდეს“, - აღნიშნა კირკიტაძემ.

„ქართულმა მარშმა“ პოლიტიკური პარტია დააარსა და 2020 წლის არჩევნებისთვისაც იწყებს მზადებას.

ანტილიბერალური პროპუტინული „ქართული მარშის“ ყრილობა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში შედგა - სწორედ იქ, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ წინა მოწვევის საპარლამენტო სია წარადგინა.

close დახურვა